ახალი ამბები

სოხუმი მემკვიდრეობის უფლებას უზღუდავს მათ, ვინც ომის დროს თბილისის მხარეს იბრძოდა ან ეხმარებოდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც მემკვიდრეობის უფლებას უზღუდავს იმ პირებს, რომლებიც რეგიონის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც 1992-1993 წლების ომის დროს „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს“ ემხრობოდნენ.

„აფსნიპრესის“ ცნობით, კანონი უკრძალავს „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს“ ქონების მემკვიდრეობით მიღებას, თუ მიჩნეულია, რომ ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებებს ან ეხმარებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო რეჟიმს“, მათ შორის 1992-1993 წლების ომის დროს.

This post is also available in: English

Back to top button