სუსი: ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.
სუს-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „აქტიურად მუშაობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/09/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- 28/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 10/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია
- 07/07/202 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)