რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
18 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად, აცხადებს სუს-ი და დასძენს, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/10/2023 – სუსი: ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- 15/09/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- 28/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 10/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)