ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ შულაია დააკავა, რომელსაც რუსეთი 2002 წლის მკვლელობისთვის ეძებს, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 28 ივლისს.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ შულაია „აფხაზეთში უკანონოდ იმყოფებოდა“ და „საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო“.

47 წლის შულაია რუსეთს გადასცეს „შემდგომი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებისთვის“, განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლებამ.

This post is also available in: English

Back to top button