skip to content
ახალი ამბები

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 16.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.6%-ით გაიზარდა და 15,919.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა და 4,607.2 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 18.3%-ით გაიზარდა და 11,312.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,705,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1%-ია.

„საქსტატი“ საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button