საქსტატი: იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20.1%-ით გაიზარდა და 10 266.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 19.2%-ით გაიზარდა და 3 050.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 20.4%-ით გაიზარდა და 7 215.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2023 – იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 13/06/2023 – საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 19/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
- 15/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)