საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 16.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.8%-ით გაიზარდა და 14 001.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 14.3%-ით გაიზარდა და 4 075.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9 925.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 850.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/08/2023 – საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 18.0%-ით გაიზარდა
- 19/07/2023 – იანვარ-ივნისი საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
- 13/07/2023 – საქსტატი: იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
- 19/06/2023 – იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)