ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 18.0%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.0%-ით გაიზარდა და 12 105.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 15.9%-ით გაიზარდა და 3 583.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 19.0%-ით გაიზარდა და 8 522.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 938.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში სომხეთი იყო 495.0 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი 485.3 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი 416.2 მლნ აშშ დოლარით.

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები 1,177.8 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 380.6 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 150.3 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები 1 620.1 მლნ აშშ დოლარით; მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button