იანვარ-ივნისი საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20.1%-ით გაიზარდა და 10.269 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 20.4%-ით გაიზარდა და 7.2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.
2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში თურქეთი იყო 1.46 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.3 მლრდ აშშ დოლარით; აშშ – 821 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 795 მლნ აშშ დოლარით; და აზერბაიჯანი – 734.4 მლნ აშშ დოლარით;
ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო სომხეთი – 440 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 413.3 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 344 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 300.6 მლნ აშშ დოლარით; ყირგიზეთი – 281.2 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და გერმანია –1.2 მლრდ აშშ დოლარით; 927.3 მლნ აშშ დოლარით; 775 მლნ აშშ დოლარით; 575 მლნ აშშ დოლარით და 446.2 მლნ აშშ დოლარით.
2023 წლის იანვარ-ივნისში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები 990.8 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 341.3 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 126 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 109.6 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 98.5 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 83.6 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 65.5 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 58.6 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 53.5 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 52.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1 მილიარდი აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები 1.3 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 497 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 275.6 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 264.3 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები ხმის, გამოსახულების ან სხვა მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის – 181.4 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 178 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 87.3 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 73.5 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 73.3 მლნ აშშ დოლარით; ტრაქტორები – 65.3 მლნ აშშ დოლარით;; დანარჩენი საქონელი – 4.2 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/07/2023 – საქსტატი: იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
- 19/06/2023 – იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 13/06/2023 – საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 19/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
- 15/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)