ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა და მათმა დამსაქმებელმა „ჯორჯიან მანგანეზმა“ 24 ივნისს შეთანხმებას მიაღწიეს, რითიც მათი 19-დღიანი პროტესტი დასრულდა. სახელმწიფოს მედიაციისა და პროფკავშირების ჩართულობით, კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს.

„ჯოარჯიან მანგანეზმა“ განაცხადა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, ხოლო რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ. ამასთან, სამედიაციო დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში შეიმუშავებს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

ხელფასების ნაწილში შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით იქნა მიღწეული. კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, დასაქმებულებს არსებული ხელფასის 5%-იანი ნამატი ექნებათ, ხოლო 1 ივლისიდან ხელფასების მთლიანი ზრდა 12% იქნება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც „გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე – 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button