skip to content
ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შემობის წინ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჭიათურიდან თბილისში გაფიცული მაღაროელები ჩამოვიდნენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით „გაიფიცე“ და „ამოკერილი თვალებითაც გხედავთ”.

გუშინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ხოლო მეორემ ხელებზე ვენები გადაიჭრა. მანამდე სხვა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ ის თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა ძველი, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით განაახლოს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით და  მომგებიანობის ზრდასთან ერთად, მზადაა ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ჩატარდება აუდიტი და შეიქმნება ერთობლივი სამუშაო კომისია, რომელიც შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე. „ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია“, – დასძინა „ჯორჯიან მანგანეზმა“.

თუმცა, მაღაროელები ამ განცხადებით არ დაკმაყოფილდნენ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი გეგმავენ, რომ პროტესტი შიმშილობით და პარლამენტის შენობის წინ აქციით გამოხატონ, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

16/06/2023 – ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button