ახალი ამბები

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 23 ივნისს „ფეისბუქზე“ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჭიათურის მაღაროების მართვა მაღაროელებს გადასცეს.

კომპანია აცხადებს, რომ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თქმით, მისი მიზანია შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. „ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ“, – აცხადებს კომპანია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button