skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, 22 ივნისს, რომ მან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიესალმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც “საერთაშორისო თანამეგობრობა ელოდა”.

მანამდე, 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები. 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button