skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოხატავს ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვების გამო

აშშ-ის საელჩომ 20 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.

საელჩოს თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება“.

„ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად  და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button