ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

„შეშფოთებულნი ვართ, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ „ახლა რუსეთთან კავშირების ზრდის დრო არ არის“.

მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც მისგან დაინტერესდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციით ან შესაძლო სანქციებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც „ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რუსული თვითმფრინავი თბილისში ჩამოფრინდა და ქართული თვითმფრინავი მოსკოვში აპირებს გაფრენას“.

მილერმა უპასუხა: „რაც შეეხება რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენას საქართველოში, მე ვიტყოდი, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის, აშშ რუსულ თვითმფრინავებს უკრძალავს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას“. მისივე თქმით, აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, რადგან ამან, შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს. „ჩვენ, მთელი დასავლური თანამეგობრობა ჩამოვშორდით ამ რეჟიმს და ახლა რუსეთთან კავშირების ზრდის დრო არ არის“, – ხაზი გაუსვა მილერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button