„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 22 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონი, რადგანაც მისი დამტკიცება სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის „ისედაც შემცირებულ სივრცეზე“ და „ძირს გამოუთხრის“ კორუფციის წინააღმდეგ სამომავლო პროგრესს საქართველოში.
- 29/12/2022 – FARA დამდეგი ავტორიტარიზმის ფარად
ორგანიზაციის განცხადებით, ინიციატივა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს „უცხოური [გავლენის] აგენტები“ ეწოდოთ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს. ამასთან, ის რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის მსგავსია, რომელსაც „კვლავაც მკაცრად გმობს საერთაშორისო საზოგადოება“.
„მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა, არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა, მმართველი პარტიის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კანონპროეტს, „რითაც აგრძელებენ სამაგიეროს გადახდას დამოუკიდებელი აქტორების მიმართ“.
თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ, დელია ფერეირა რუბიომ განაცხადა, რომ „აქტიური სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი აქტივია“ და შემოთავაზებული კანონპროექტი ეხება არა გამჭვირვალობას, არამედ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის „დაღის დასმას“ და მათ „დემონიზებას“. მისივე თქმით, მისი მიღება, შეაფერხებს საქართველოს სამომავლო პროგრესს ფართო სპექტრში, მათ შორის, ანტიკორუფციულ სფეროებში.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)