„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს
პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ხალხის ძალასთან“ პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა „დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა“. მისივე თქმით, თუკი ვინმე ამბობს, რომ ინიცირებული კანონპროექტი „არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება“.
„ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ არცერთი შეზღუდვა „ხალხის ძალას“ არ ჩაუწერია კანონპროექტში“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)