ახალი ამბები

საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე მომხსენებლებმა – კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ 16 თებერვალს მოუწოდეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ მიიღონ „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემუშავებული კანონპროექტი, რადგანაც მას „მსუსხავი ეფექტი“ ექნება.

მათივე განცხადებით, კანონპროექტი „იწვევს არაერთ შეშფოთებას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებით“.

მანამდე, ასევე 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში“. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი „გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან“.


„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 14 თებერვალს განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე უკვე შეიმუშავეს და პარლამენტში ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. ისინი საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობას უცხოური გავლენის აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. მათივე განმარტებით, ცვლილებები არ შეზღუდავს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button