
ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ“, – დაწერა 8 დეკემბერს Twitter-ზე ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ.
„[სააკაშვილის] ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და სწორედ მისი მოვალეობაა ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა სააკაშვილმა სათანადო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროს“, – დასძინა მან.
Georgia: ?? follows attentively latest worrying reports about the deteriorating health of Mikheil Saakashvili. ?? authorities are responsible for his health & well-being and have a duty to take all necessary measures for him to receive appropriate medical care.
— Peter Stano (@ExtSpoxEU) December 8, 2022
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე წუხილები ბოლო კვირებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა.
სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობით. სასამართლო საკითხზე მსჯელობას 9 დეკემბერს დაიწყებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/12/2022 – კონსილიუმი: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება
- 06/12/2022 – ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
- 05/12/2022 – მოლდოვის პრეზიდენტი „ღრმად შეშფოთებულია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)