მოლდოვის პრეზიდენტი „ღრმად შეშფოთებულია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი „ღრმად შეშფოთებულია“ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც „სწრაფად უარესდება“.
პრეზიდენტმა სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ „თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და სიტუაციის სერიოზულობა სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მის შესაფერის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს“.
Deeply concerned by the rapidly deteriorating state of health of #Georgia’s former President Mikheil @SaakashviliM. Every human life is priceless and the gravity of the situation requires immediate transfer of Saakashvili to an appropriate hospital to save his life.
— Maia Sandu (@sandumaiamd) December 4, 2022
პრეზიდენტ სანდუს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება მოითხოვეს, რასაც ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ „წარმოუდგენელია ამ შუამდგომლობაზე და მასალებზე, რომლებიც დართული აქვს საქმეს, სასამართლომ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე არ მიიღოს გადაწყვეტილება. მაშინ იქნება აშკარა უკანონობა და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.“
ასევე წაიკითხეთ:
- 01/12/2022 – მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)