skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 1.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (19.6%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (18.4%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.9%) ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.3%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (11.2%); ჯანმრთელობის დაცვა (8.4%).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ზრდამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.0%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (9.2%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button