ახალი ამბები

ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.  

ცხრა ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ – ორი ჯგუფი, რომლებმაც გასული წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს – ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ხოლო ორი მსხვილი ძალა – „ლელო/ძლიერი საქართველო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ – არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

4 ივლისს ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზადაა შეიწყალოს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები, თუ ისინი 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

This post is also available in: English

Back to top button