
ახალი ამბები
საქსტატი: 2025 წლის მაისში მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.
2025 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-მაისის საშუალო რეალური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.
This post is also available in: English