Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში 22.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22.3%-ით გაიზარდა და 10.01 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 24%-ით – 2.98 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 21.6%-ით – 7.03 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.05 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-სექტემბერში 1.48 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 1.15 მლრდ, 1.08 მლრდ, 789.8 მლნ და 562.3 მლნ აშშ დოლარით.

478.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 426.2 მლნ, 400.2 მლნ, 233.3 მლნ და 216 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 1.2 მლრდ, 718.8 მლნ, 599.9 მლნ, 442 მლნ და 389.7 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 571.7 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 338.2 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 316.5 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 166.8 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 105.8 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 104.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 72.6 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 70 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 65.5 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 49.12მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 632.5 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 576.3 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 530.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 257.3 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 207.4 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 157.6 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 110.9 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 86.1 მლნ აშშ დოლარი; ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 84.3 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 67.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4,3 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button