ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის ივნისში მშპ 6.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.3%-ით გაიზარდა.

2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 8.3%-ით განისაზღვრა.

This post is also available in: English

Back to top button