ახალი ამბები

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.93 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა და 3.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.4%-ით, 8.7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

2025 წლის იანვარ-ივნისში, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (681.3 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (414 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.29 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.283 მლრდ აშშ დოლარი), და რუსეთი (950.5 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით – 1.21 მლრდ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 37.6%); მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 174.6 მლნ აშშ დოლარით (5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 123.2 მლნ აშშ დოლარით (3.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.662 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.1% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 601.9 მლნ. აშშ დოლარით (6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (5.5%).

This post is also available in: English

Back to top button