ახალი ამბები

საქსტატი: სექტემბერში მშპ 6.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი – მშენებლობის დარგში შეინიშნებოდა.

ამავე ინფორმაციით, 2021 წლის მშპ-ის ზრდის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button