ახალი ამბები

საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 12.3% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა.

საქსტატისვე ცნობით, ყოველთვიური ინფლაცია 0.2% იყო.

ამავე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (20.3%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.9%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.8%-იანი ზრდა) და ჯანმრთელობის დაცვა (9.2%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: განათლება (4.3%-იანი ზრდა) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.2%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button