ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მაისში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 ივნისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18.2%-ით გაიზარდა და 5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა, იმპორტმა კი – 15.7%-ით მოიმატა და 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.9 მლრდ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button