ახალი ამბები

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა და 125.4 მლნ. აშშ დოლარი გახდა.

საქსტატის ცნობით, კლების მთავარი მიზეზი რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა.

88.4 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილს იკავებს, მას 31.9 და 24.5 მლნ დოლარით რუსეთი და თურქეთი მოსდევენ.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შემდეგ მოდიან: ჩეხეთის რესპუბლიკა 14.1 მლნ აშშ დოლარი; არაბთა გაერთიანებული საამიროები 12.8 მლნ აშშ დოლარი; დანია 10.5 მლნ აშშ დოლარი; გერმანია 10.1 მლნ აშშ დოლარი; იაპონია 7.4 მლნ აშშ დოლარი; მარშალის კუნძულები 7.2 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები 5.6 მლნ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 93.9 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის – ენერგეტიკა 35.5 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა 27.9 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება 24.4 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 12 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები 2.2 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა 1.7 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა 0.8 მლნ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button