skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-აპრილში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა და 3. 9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.6%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1.2 მლრდ აშშ დოლარი გახდა, იმპორტმა კი – 10.1%-ით მოიმატა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-აპრილში 594.9 მლნ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 476.2 მლნ, 425.6 მლნ, 335.6 მლნ და 219.4 მლნ აშშ დოლარით.

198.7 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია, შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 159.6 მლნ, 152.2 მლნ, 104.5 მლნ და 97.5 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ 490.5 მლნ, 316.6 მლნ, 227 მლნ, 183.4 მლნ და 181.1 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 264.1 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 125.4 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 111.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 67 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 44 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 41.7 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 36.5 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 30.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 28.3 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 23.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 426.2 მლნ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 244.6 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 196.7 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 190.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 148.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 107.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 53.2 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 45 მლნ აშშ დოლარი; მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 41.4 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 36 მლნ აშშ დოლარი; ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 31.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.6 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button