ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 27 მაისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2635 ლარია, რაც გასული წლის 3 ნოემბრიდან დღემდე ლარის გამყარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 25 მაისს 1 აშშ დოლარი 3.2993 ლარი ღირდა.

ლარის გამყარებას წინ ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება უძღვოდა. 27 აპრილს 1 აშშ დოლარი 3.4548 ლარი ღირდა, რითაც ლარი წინა წლის გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს (3.4842) მიუახლოვდა.

28 აპრილს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე – 9.5%-მდე გაზარდა და მიზეზად ინფლაციაზე ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციითა და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზეწოლა დაასახელა.

პარალელურად ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებისთვის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. კერძოდ – 17 მაისს ე.წ. კომენდანტის საათმა 21:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე გადაიწია; რესტორნებში შაბათ-კვირას გაიხსნა გარე სივრცეები; 1 ივნისიდან შაბათ-კვირას მომხმარებლებს კვების ობიექტების შიდა სივრცეებიც მოემსახურება; გაიხსნება სახმელეთო საზღვრებიც.

დღეის მდგომარეობით, ლარი 0.06 ლარით – 3.9824 ლარამდე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. თუმცა, ის კვლავ აღემატება 25 მარტის მაჩვენებელს, რა დროსაც 1 ევრო 3.9508 ლარი ღირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button