რესპუბლიკის ამბები
თფილისის ლაბორატორიებში გადამდებ დაავადებათა საწინააღმდეგო შრატსა და ვაქცინას ამზადებენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 21 ნოემბერი, N265
ჯანმრთელობის დეპარტამენტში
ჯანმრთელობის დეპარტამენტი იუწყება: ტფილისის ლაბორატორიებში გადამდებ სენთა წინააღმდეგ საბრძოლველად შრატი და ვაქცინები მზადდებაო. ამ პროდუქტების ღირსების გამოსაკვლევად დეპარტამენტის დირექტორის თავმჯდომარეობით საკონტროლო კომისია შესდგა. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ჯანმრთელობის დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი, სანიტარული ინსტიტუტის დირექტორი, ლაბორატორიების და ქალაქთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა.