რესპუბლიკის ამბები
თფილისში ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი კურსები იხსნება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 ნოემბერი, N258
ქართული ენის პრაქტიკული კურსები
განათლების მინისტრის ნებართვით მეოთხე სახელმწიფო გიმნაზიასთან (ბელგიის ქუჩა N4) იხსნება ქართული ენის ისტორიისა და ლიტერატურის პრაქტიკული კურსები ორივე სქესის მოზრდილთათვის, როგორც ქართველთათვის, ისე საზოგადოდ ქართული ენის არმცოდნეთათვის. კურსები გაიხსნება 20 ნოემბერს. სწავლა საღამოობით. კურსების გამგეთ მოწვეულია დ. მ. დუმბაძე.