
ინკლუზიური განათლების სამმართველო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტი უქმდება
განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველო, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების უფლებების ხელშეწყობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლად აღარ იარსებებს და სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტთან გაერთიანდება.
განათლების სამინისტრომ დაადასტურა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მისი მიღება ეფექტურობის ოპტიმიზაციისა და გაზრდას ისახავს მიზნად, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოყვა.
1 ივლისიდან ასევე უქმდება საგარეო საქმეთა სამინისტროში შემავალი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ინსტიტუტის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეასრულებს.
This post is also available in: English