რესპუბლიკის ამბები

გურიის ერობა: 1921 წლის მარტში მაზრის ყველა მაცხოვრებელს ეცოდინება წერა-კითხვა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 ოქტომბერი, N225

გურიის ერობაში

ერობის სასკოლო განყოფილება აწარმოებს ენერგიულ მუშაობას სკოლის გარეშე განათლების მოსაწყობათ მაზრაში. ამ მიზნით მან შეკრიბა საჭირო სტატისტიკური ცნობები წერა-კითხვის უცოდინარ 13-50 წლამდე მოქალაქეთა.

განყოფილების ცნობით, მას ა. წ. ნოემბერში უკვე ექნება მაზრაში მოწყობილი პირველ დაწყებით სასწავლებლებთან 100-მდე საღამოს და საკვირაო სკოლები. მაზრაში არსებულ 21 უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთან კი გადაწყვეტილია მოაწყონ სახალხო უნივერსიტეტის მაგვარი კურსები. განყოფილებისავე აზრით, მომავალი წლის მარტში აღარავინ იქნება გურიაში წერა-კითხვის უცოდინარი 50 წლამდე.

ძალდატანებით ზომები არ არის საჭირო გურიაში, რომ უცოდინარნი წერა კითხვის სასწავლებლად გამოცხადნენ, წინააღმდეგ, ერობის ამ გადაწყვეტილებას სიამოვნებით ეგებებიან მცხოვრებნი.

მსგავსი/Related

Back to top button