რესპუბლიკის ამბები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამერიკას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს საქართველოს დამოუკიდებლობას

გაზ. ერთობა, 1920 წლის 118 სექტემბერი, N212

გრაფი სფორცა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ სფორცასთან საუბრის დროს შეეხო ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლბის უკვე ცნობილ ნოტას რუსეთის საკითხის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამერიკის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასო.

გრაფმა სფორცამ ამის შესახებ შემდეგი განაცხადა. იტალიის მთავრობამ ამ მოკლე ხნის წინათ თავის საპასუხო ნოტაში ამერიკის მთავრობას შენიშნა, რომ მას (ამერიკის მთავრობას) არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს საქართველოს დამოუკიდებლათ არსებობას, რომ მან (სფორცამ) პირადათ იცის, რომ ქართველი ერი არ ეკუთვნის  სლავიანურ რასას და აქვს თავისის საკუთარი ათასი წლის კულტურა, რომელიც თავდებია იმის, რომ მას შეუძლია თვითონ განაგოს თავისი თავი და გადასწყვიტოს თავისი ბედ-იღბალი (საქართველოს დეპეშათა სააგენტო),

მსგავსი/Related

Back to top button