skip to content
ახალი ამბები

იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოს სტუმრობს

იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩიარელი, საქართველოს ეწვია. იგი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებით, გენერალმა ვეჩიარელიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის, იტალიის ძალისხმევა, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

იტალიის შეიარაღებული ძალების უფროსის გენერალ-მაიორ მათიაშვილთან შეხვედრა ნატო-საქართველოს პარტნიორობას შეეხო, მათ შორის,  ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

გენერალი ენცო ვეჩიარელი  ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button