skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920 წელი: ამერიკა, რუსეთი და საქართველო

გაზ. საქართველო, 1920 წლის 7 სექტემბერი, N93

ბათომის გაზ. „მთლ. საქართველოში“ მოთავსებულია ის ნოტა, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს გადაუცია იტალიის ელჩისათვის ვაშინგტონში 10 აგვისტოს 1920 წელს.

მოგვყავს ის ადგილი, რომელიც ეხება რუსეთს და საქართველოს: „შეერთებული შტატები ჰფიქრობს, რომ მეგობრობა და პატიოსნება თხოულობს, რომ რუსეთის ინტერესები მზრუნველობით იყვნენ შენახული, რაც შეიძლება გადადებულ იქნას ის საკითხები, რომელთაც რუსეთისათვის აქვს სასიცოცხლო ინტერესი, განსაკუთრებით საკითხი რომელიც ეხება, რუსეთი სუვერენიტეტს ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. თავის პასუხში ლიტვის ეროვნული საბჭოსადმი 15 ოქტომბერს 1919 წელს, შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდნენ სწორეთ ამ მეგობრობის და მოვალეობის პატიოსან განზრახვით იმ რუსეთის მიმართ, რომელმაც თავისის თავგანწირვით და მამაცობით დიდი საქმე გააკეთა მოკავშირეთა გამარჯვებისათვის. ამიტომ იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი სთქვეს ბალტიის მხრის რესპუბლიკების რუსეთისგან დამოუკიდებლობის ცნობაზე. იგივე აზრი  გატარებული ზოგიერთ იმ განზრახვაზე და გადაწყვეტილებებზე, რომელზედაც რუსეთის თანხმობა არ არის.

თანახმად ამ უმთავრესს ისტორიულ ხაზისა, შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს და დასტური არ მისცეს პარიზის უზენაეს საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ ეცნოთ ეგრეთ წოდებული საქართველოს და აზერბეიჯანის რესპუბლიკები და სათანადო ინსტრუქცია გაუგზავნეს თავსი წარმომადგენლებს სამხრეთ რუსეთში კონტრ-ადმირალ მაკ კულლას და ბოლოს, თუმცა სიამოვნებით ემცნო შეერთებულ შტატების მთავრობას სომხეთის დამოუკიდებლობა, მაინც თან დასძინა, რომ საბოლოო გამიჯვნა საზღვრებისა უნდა მოხდეს რუსეთის თანხმობით, რადგან რუსეთი ამაში დაინტერესებულია, და საკმაოდ დიდი ტერიტორია ამ რესპუბლიკისა ეკუთვნის რუსეთის იმპერიას და აგრეთვე ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტს, რომ თუ სომხეთს უდნა, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს, უნდა უზრუნველჰყოს კეთილი განწყობილება რუსეთის მიმართ.

ამ მაგალითებიდან აშკარაა როგორი ლოიალურ მეგობრულ გრძნობის სიმტკიცით ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატების მთავრობა თავის საგარეო პოლიტიკაში რუსეთისადმი.

ჩვენ არ გვინდა, სანამ რუსეთი იმყოფება ასეთ ძნელ მდგომარეობაში, სანამ ჰყავს ისეთი არა წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელიც მხოლოდ უხეშ ძალას ემყარება, რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება პოლიტიკური დანაწილებით, რომელიც ბეგრის ინტერესს, მხოლოდ არა თვითონ რუსეთისას, ჩემი მთავრობა, რასაკვირველია დაინტერესებულია, რომ სხვა მოკავშირე სახელმწიფოებთან გულითად თანხმობით მიაღწიონ ზოგიერთ ევროპის კითხვების მშვიდობიან გადაწყვეტილებას და ამიტომ მხარს დაუჭერს ყველა ასეთ ნაბიჯებს.

მას ჰგონია, რომ ბოლშევიკურ მთავრობის ცნობა ყველაზე ნაკლებათ ნიშნავს მშვიდობიანობის დამყარებას და ამიტომ ეჭვით უყურებს ყოველ ნაირ მოლაპარაკებას და საქმის დაჭერას საბჭოთა რეჟიმთან. გარდა იმ ვიწრო საზღვრებისა, რომელნიც ითხოვენ მხოლოდ დროებით მოლაპარაკებას“

მსგავსი/Related

Back to top button