skip to content
რესპუბლიკის ამბები

მთავრობა სამუსლიმანო საქართველოს სოფლებში 30 ახალ სკოლას ქმნის

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 31 აგვისტო, N197

ქართველ მასწავლებელთა საყურადღებოთ

დიდი ხნის სურვილი საქართველოს გაერთიანებისა ასრულდა. შემოგვიერთდა სამუსლიმანო საქართველო. მაგრამ მარტო შემოერთება არაფერს ნიშნავს. საჭიროა შენარჩუნება. შენარჩუნება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ განათლების შეტანით. ყოველ გვარი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ მოძმე აჭარა-ქობულეთელები განვანათლოთ, გაუთანასწოროთ სწავლით ძმებს ქართველ ქრისტიანებს.

განათლების სამინისტრო ხსნის ბათუმის ოლქში ოცდაათ სკოლას:

 კინტრიშის უბანში: ბარცხნაში, გოროდოკში, ყოროლისთავში, ჩაქვში, ქობულეთში, ალამბარში, დაგვაში, კვირიკეში, სოფელ ქობულეთში, ხუცუბანში, წყაროვკაში და ჯაჯუთში.

გონიის უბანში: სარპში, ბორჩხაში, მარადიდში.

ქვედა აჭარის უბანში: ხერთვისში, მახუნცეთში, ქედაში, ქვემო აგარაში, ჩხუტუნეთში, მერისში.

ზემო აჭარის უბანში: ხულოში, ზემო აგარაში, სხალთაში, ოლოდაურში, შავშეთ-იმერხევში, წყალსიმერში, სათლელ რაბამში, არდანუჭში და ართვინში.

საჭიროა მომზადებული მასწავლებლები – თვიური ჯამაგირი 10 000 მანეთი და მეტი.

თხოვნები შემდეგ მისამართით გამოიგზავნება: ბათუმი, სახელოსნო სასწავლებელი, სახალხო განათლების რწმუნებული – კალე ქავთარაძე (საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წელს, სოციალ-დემოკრატი (ალიონელი) – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა).

მსგავსი/Related

Back to top button