რესპუბლიკის ამბები
ივლისი, 1920: ბათომი დიდი დღესასწაულისთვის ემზადება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 ივლისი, N147
ბათომი
მისალმება დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს
მთელი ბათომის ქართველი საზოგადოება განურჩევლად მდგომარეობისა, მიმართულებისა და სარწმუნოებისა აღფრთოვანებული ემზადება დიდებული დღესასწაულისათვის. არჩეულია საგანგებო კომისია. ოლქში უკვე გავიდა ხმა, რომ ევროპის სახელმწიფოებმა გადასწყვიტეს მთელი ოლქი და ქალაქი დაუყონებლივ გადასცეს საქართველოს. სედაი მილეთის ბანაკში დიდი შიშია და ცდილობენ დანაშაულის მონანიებას და მორიგებას.
დამფუძნებელი კრების წევრები: მუხრან ხოჭოლავა (სდპ), სამსონ ფირცხალავა (სფპ), პავლე საყვარელიძე (სდპ), გრიგოლ ვეშაპელი (ეპ), ივანე გობეჩია (სრპ),ჰაიდარ აბაშიძე (სდპ) და ვლასა მგელაძე (სდპ).