ახალი ამბები

ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში აქციები გამართეს

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე ოპონენტის და 2021 წლიდან დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, რუსეთის ათობით მოქალაქემ 16 და 17 თებერვალს თბილისსა და ბათუმში აქციები გამართა.

16 თებერვალს თბილისში რუსეთის მოქალაქეების აქცია გაიმართა. „პუტინი ქურდი და მკვლელია“, – სკანდირებენ დემონსტრანტები ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში. რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო პლაკატები გამოფინეს წარწერით „პუტინი მკვლელია“ და „ალექსეი, ჩვენ არ დავნებდებით“.

იმავე დღეს აქცია გაიმართა ბათუმშიც. „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად რუსეთის მოქალაქეები 17 თებერვალს, თბილისში, რუსეთის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 თებერვალს ნავალნის გარდაცვალებას ტვიტერით გამოეხმაურა: „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან აღნიშნა, რომ „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button