პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმის პორტში 31 ივლისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამავე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/08/2023 – საია ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს
- 31/07/2023 – ბათუმში რუსული საკრუიზო გემის ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს ცხრა პირი დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)