skip to content
რესპუბლიკის ამბები

თფილისის თვითმმართველობა სურსათის კონტროლის ზომებს ამკაცრებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 თებერვალი, N34

ქალაქის თვითმმართველობაში

რადგანაც ბოლო დროს ქალაქში გახშირდა ცუდი ხარისხის ღვინით ვაჭრობა, ქალაქის თვითმმართველობის საექიმო სანიტარულმა ზედამხედველობა ტფილისის ყველა დიდი ღვინის საწყობიდან მოითხოვა ღვინის ჭაშნიკები, რათა ქიმიურათ გამორკვეული იქნეს გასასყიდ ღვინის ღირსებას.

ქალაქის საექიმო-სასანიტარო ზედამხედველობამ მეორე სამილიციო უბანში აღმოაჩინა და განადგურებული იქნა 210 ფუთი უვარგისი თევზი (კუტუმი).

ქალაქის თვითმმართველობის სასანიტარო კომისიამ აირჩია მცირე კომისია, რომელიც უკვე შეუდგა ქალაქის სასანიტარო ექიმების ინსტრუქციების და ქალაქის საბჭოს სასანიტარო სავალდებულო დადგენილებათა გადასინჯვას. ამ მცირე კომისიაში შედის ქალაქის 2 ექიმი 1 ექიმის თანაშემწე. გადასინჯული ინსტრუქციები და სავალდებულო დადგელინებანი ქალაქის საბჭოს გადაეცემა დასამტკიცებლათ.

მსგავსი/Related

Back to top button