skip to content
რესპუბლიკის ამბები

ოზურგეთის სამაზრო ერობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი ოლივერ უორდროპს მადლობის წერილს უგზავნის

გაზ. გურიის ერობის მოამბე, 1920 წლის 8 თებერვალი, N6

ბრიტანეთის  უმაღლეს წარმომადგენელს ოლივერ უორდროპს ერობის თავმჯდომარემ სიო ჭანტურიშვილმა 1 თებერვალს გაუგზავნა შემდეგი დეპეშა: –

„მთელი გურია, რომლის ჩამოვლა და საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოხსენების გაკეთება ეხლა დაამთავრა დამფუძნებელი კრების წევრმა აკაკი ჩხენკელმა, გულწრფელ სალამს გიძღვნით თქვენ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, იმ დამოუკიდებლობის გამო, რომელიც მოიპოვა საქართველოს თქვენის დახმარებით. საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ ზეიმს ჩრდილავს ის გარემოება, რომ გურიის მოსაზღვრე ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ არ არის მისი ბუნებრივი პატრონის, საქართველოს მთავრობის ხელში. მთელი გურია მოუთმენლად მოელის იმ წამს. როცა მისი საზღვრები ბათუმის ოლქთან გაიშლება და საქართველო გაერთიანდება. გურიის ხალხი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თქვენი საშუალებით დიდი ბრიტანეთი და ბრიტანეთის საშუალების მოკავშირეთა სახლემწიფონი ამ საკითხის გადაჭრაშიაც დაადგებიან ბრძნულ ნაცად გზას სამართლიანობის დაცვისა. ხანგრძლივი იყოს თქვენი სიცოცხლე დიდი ბრიტანეთის სასახელოთ და პატარა საქართველოს საკეთილდღეოთ“.

მსგავსი/Related

Back to top button