რესპუბლიკის ამბები
მთავრობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 იანვარი, N21
განათლების სამინისტროში
განათლების მინისტრის ამხანაგმა ნოე ცინცაძემ განკარგულება გამოსცა, რათა 1911 წელში დაარსებული კავკასიის მუზეუმის შენობის სააღმშენებლო კომისია და მისი ინტსრუქციები გაუქმდეს.
განათლების მინისტრის ამხანაგის ბრძანებითვე არსდება საქართველოს მუზეუმის შენობის დამამთავრებელი კომისია, სადაც შედიან: გიორგი ჟურული თავმჯდომარეთ, წევრებათ:
ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ნოე ყიფიანი, ინჟინერი ნეპრიენცევი, მხატვარი კალგინი და სახელმწიფო კონტროლიორი წარმომადგენელი.
ამავე კომისიას დაევალა შეიმუშავოს თავისთვის შესაფერი ინსტრუქციები და ჩაიბაროს გაუქმებულ კომისიისაგან ყოველგვარი საბუთები და საქმეები.