skip to content
რესპუბლიკის ამბები

თელავის მაზრა ახალ სკოლებს აარსებს

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 იანვარი, N28

თელავის ერობაში

მაზრაში 38 დაბალ-დაწყებითი სკოლებია (ძირითადად ორკლასიანი სკოლები – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა), რომლის ხარჯებს ერობა ფარავს თავის სალაროდან. ამ სკოლებში 72 მასწავლებელია. ერობას აქვს აგრეთვე ერთი საცდელი მინდორი სკოლით. მაზრაში რომ გატარდეს პრინციპი საერთო (საყოველთაო) განათლებისა, საჭიროა კიდევ გაიხსნას 6 ახალი სკოლა და მოწვეული იქნას 6 მასწავლებელი. ამჟამად არსებულ სკოლებისთვის კიდევ საჭიროა 71 მასწავლებელი, რომელთა შესანახად ნავარაუდევია 1 363 200 მანეთი. აგრეთვე სკოლების ასაგებათ და სასოფლო სამეურნეო ხარჯებისათვის საჭიროა 1 438 220 მანეთი. ეს ხარჯები ერობამ იდო თავზე.

ერობა ამ წელში გახსნის 3 მაღალ პირველ დაწყებით სკოლებს, რომლის შესანახათ საჭიროა წელიწადში  900 000 მანეთი. დღეს კარგი შენობები აქვს მაზრაში მხოლოდ 15 სკოლას. დანარჩენ შენობებს ესაჭიროება შეკეთება, აგრეთვე უნდა აგებულ იქნეს ახალი სკოლების შენობებიც. ამის გამო თელავის ერობა სთხოვ მთავრობას გაუხსნას კრედიტი 1 363 200 მანეთი. ახლად მოწვეულ მასწავლებელთა შესანახად. უმაღლეს დაწყებითი სკოლების გასახსნელად 450 მანეთი. დანარჩენ ხარჯებს ერობა თვით კისრულობს. ერობა სთხოვს აგრეთვე მთავრობას სკოლების ასაგებათ უპროცენტო სესხის სახით 4 მილიონ მანეთს, ათი წლის ვადით.

მსგავსი/Related

Back to top button