skip to content
რესპუბლიკის ამბები

სახალხო უნივერსიტეტი შეგნებულ მოქალაქეებს მოუწოდებს ლექტორებად ჩაეწერონ

ერთობა,  1920 წლის 10 იანვარი, N6

[პირველი  სახალხო უნივერსიტეტები საქართველოში სოციალ-დემოკრატთა ხელშეწყობით 1905 წლიდან შეიქმნა . ამგვარ დაწესებულებათა მთავარი მიზანი მოქალაქეთათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენა იყო. საიმპერიო რეჟიმი მუდმივად დევნიდა ამგვარ საგანმანათლებლო ცენტრებს.  1917-1921 წლებში სახალხო უნივერსიტეტების ქსელი  განსაკუთრებულად გაფართოვდა. მხოლოდ თბილისში 12-ზე მეტი ამგვარი უნივერსიტეტი მოქმედებდა. სახალხო უნივერსიტეტები შეიქმნა ყველა ქალაქსა და დაბაში, არსებობდა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტები. უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი პროფესორები, მოქმედი მინისტრები და დეპუტატები. მხოლოდ 1919 წლის ბოლო სამ თვეში თბილისის 12 უნივერსიტეტებში ლექციებს 46 ათასზე მეტი მსმენელი დაესწრო. სახალხო უნივერსიტეტზე პატრონაჟი პროფესიული კავშირების გაერთიანებას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახალხო განათლების სამინისტროს ჰქონდა აღებული. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]

სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა და ქართულ განყოფილებათა ლექტორთა საბჭო მხურვალე მოწოდებით მიმართავს ყველა მომზადებულსა და შეგნებულ მოქალაქეთ, რომელნიც ჩვენი დემოკრატიის გათვიცნობიერებაში საქმითაა დაინტერესებული, ჩაეწეროს ლექტორთა სიაში, დაუთმოს მისი დროიდან, შესაფერის ჯილდოთი ანაზღაურებულ, კვირაში ერთი საათი მაინც ლექციის სახით მეცნიერების რომელიმე დარგიდან, განაცხადოს ამის სურვილი ლექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან (სასახლე ტელ. 3-87, სერ. ჟორჟოლიანთან) და კვირას, დილის 11 საათზე გამოცხადდენ სახალხო უნივერსიტეტის ცენტრალურ განყოფილებაში (პლეხანოვის პროსპექტი, სახლი N123) ლექტორთა შეერთებულ სხდომაზე.

მსგავსი/Related

Back to top button