რესპუბლიკის ამბები

თიანეთის სამაზრო ერობის გამგეობა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 15 აგვისტო, N181

თიანეთის მაზრის ერობის გამგეობა იწვევს:

  1. უმაღლეს ან საშუალო სასწავლებელ სწავლა მიღებულს (სასურველია ინსტიტუტელი) თიანეთის სახალხო განათლების ინსტრუქტორის ადგილზე. საჭირო თხოვნა, დოკუმენტები და Curreculum vitae უნდა წარმოდგენილ იქნეს თიანეთის მაზრის ერობის გამგეობაში არა უგვიანეს 20 აგვისტოსი. ჯამაგირი თვიური 2100 მანეთი. დღიური მაზრაში მოგზაურობის დროს 70 მანეთი.
  2. საერობო აგრონომს, სანიტარულ ექიმს, საერობო ტეხნიკს და ბუღჰალტერს. საჭირო თხოვნა, დოკუმენტები და Curreculum vitae უნდა წარმოდგენილ იქნას 30 აგვისტომდის ამა 1919 წლისა. თვიური ჯამაგირი 2100 მანეთი. დღიური მაზრაში მოგზაურობის დროს 70 მანეთი.
  3. მომრიგებელ მოსამართლეებს. საჭიროა სამი მომრიგებელი მოსამართლე, მსურველებთ უნდა მიმართონ თიანეთის მაზრის ერობის გამგეობაში და თიანეთში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: განათლების ცენზი, სამსახურის ფორმულიარი და Curreculum vitae. თხოვნები მიიღება ხუთ სექტემბრამდის. ერობა აძლევს დამატებით ჯამაგირს.

თიანეთის სამაზრო ერობის გამგეობა

მსგავსი/Related

Back to top button