skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

როგორ ვებრძოლოთ ანარქიას?

“ასეთია ჩვენი შეხედულება: ანარქიის… მოსპობა შეიძლება მხოლოდ მის გამომწვევ მიზეზების მოსპობით… ჯერ ზავი, მერე რეფორმები და რეფორმების შემწეობით ანარქიის მოსპობა, – ასეთუ უნდა იყოს ჩვენი ერთათერთი გზა.

ანარქიამ ღრმათ გაიდგა ფესვები ჩვენს ქვეყანაში. ყველგან, განსაკუთრებით კი სოფლებში, დათარეშობენ შეიარაღებული პირები და მშვიდობიან მცხოვრებლებს მოსვენებას არ აძლევენ: ძარცვა-გლეჯა, პიროვნების შეურაცხყოფა და ადამიანის მოკვლა ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა. ისე გაჭირდა ცხოვრება, იმდენათ დანატრულდა ხალხი მშვიდობიანობას და მოსვენებას, რომ აღარ დაეძებს, ვინც უნდა ის წამოსკუპდეს მის კისერზე, ოღონდ კი წესიერება დაამყაროს…

გლეხი ამბობს: რა მთავრობაა ის მთავრობა, რომელსაც მათრახი და სახრჩობელა არ აქვსო. ცხადია, სისასტიკეზე ხელს ვერ ავიღებთ…, მაგრამ

ანარქიას ღრმა სოციალური მიზეზები აქვს და ცარიელი რეპრესიებით მისი ამოფხვრა ყოვლათ შეუძლებელია.

სანამ ომი არ მოისპობა და ზავი არ ჩამოვარდება, ყოვლად ფუჭი ოცნებაა ანარქიის მოსპობაზე ფიქრი…ზავის ჩამოგდება ჩვენთვის დღეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

[ამასთან, ანარქიასთან ბრძოლისათვის] საჭიროა სოციალურ რეფორმების დაუყოვნებლივ ცხოვრებაში გატარება…ერთი საშუალებათაგანია ანარქიის მოსასპობათ ეროვნულ-ტერიტორიალური გადამიჯვნაც, შესაძლოა განსაზღვრულ ეროვნულ ტერიტორიაზე უფრო ადვილი იქნეს წესრიგის დამყარება…

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button